Бронировать
Дата заезда
Дата отъезда
Взрослых
Детей


 


სასტუმრო იბერია დიდუბე მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ უბანში, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ქალაქის საქმიან ცენტრს. აქ განლაგებულია მრავალი ორგანიზაციის ოფისი და წარმომადგენლობა. საქართველოს უდიდესი საგამოფენო ცენტრი 'ექსპო-ჯორჯია " განთავსებულია ჩვენი სასტუმროს უშუალო სიახლოვეზე. აქ მთელი წლის მანძილზე იმართება სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო გამოფენები, რაც მრავალი უცხოელი სტუმრისა  თუ ადგილობრივი დამთვალიერებლის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.


ჩვენთან განთავსებულ სტუმრებს თავისუფალი დროის გატარების დიდი არჩევანი აქვთ. აკვაპარკი, პრემიუმ კლასის რესტორნები მრავალფეროვანი მენიუთი, სარეკრეაციო პარკი - ეს ყველაფერი სასტუმროს სიახლოვეს მდებარეობს და ნებისმიერი სტუმრის გემოვნებას დააკმაყოფილებს.


სასტუმრო იბერია სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს, ჩვენი პერსონალი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სტუმარს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. სტუმრებს ყოველ დილით ვთავაზობთ ევროპული და ადგილობრივი კერძებით შედგენილ/ დაკომპლექტებულ მრავალფეროვან,  ნოყიერ და გემრიელ საუზმეს. შესაძლებელია ტურების და ექსკურსიების დაგეგმვა და ორგანიზება.